სასაწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: გარემოს დაბინძურება.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია დაბინძურებულ
გარემოზე და ასევე თუ რა არის დაბინძურების გამომწვევი მიზეზები, ასევე თუ რა უარყოფით შედაგამდე მიყავს მას კაცობრიობა.
პროექტის აქტუალობა: პროექტი ძალიან აქტუალურია დღეისთვის, რადგანაც გარემოს
დაბინძურების პრობლემას სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ. ეს პროექტი ხელს შეუწყობს
მოსწავლეებს იმის ცოდნაში, რომ ბუნებას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
პროექტის მიზნები:
პროექტის მთავარი
მიზანია რომ მოსწავლეებმა დაიცვან ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონკრეტულ ადგილას
მოთავსება და სხვებსაც მოუწოდონ ამისკენ, რათა დაიცვან ბუნება. აქტიურად ჩაერთონ ბუნების
გამწვანებაში.
მოსწავლეთა ასაკი:
15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან
ბლოგს სადაც შეძლებენ მასალის ატვირთვას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეები ისარგებლებენ
სკოლის სახელმძღვანელოთი, კომპიუტერით და ინტერნეტით, ბუნებაში გადაღებული თემასთან
დაკავშირებული სურათებით, ვიდეო მასალით.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
კლასში მოსწავლეებთან
ერთად შერჩეული თემის შემდეგ დავსვამ შეკითხვებს პროექტის თმასთან დაკავშირებით.
მაგ:
1.რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?
2. რა შედეგამდე მივყავართ
მას?
3. როგორ დავიცვათ და გადავარჩინოთ ჩვენი სამყარო?
ჩამოვაყალიბებ სამ
ჯგუფს, თითოეულ ჯგუფს ეყოლება მათ მიერ შერჩეული ლიდერი, რომელსაც დანარჩენი წევრები
დაექვემდებარებიან.
პირველ ჯგუფს დავავალებ
ინფორმაციის მოძიებას და ამ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციის გაკეთბას PowerPoint-ში.
მეორე ჯგუფს დავავალებ
მოიძიოს ფოტო მასალა და გადაიღოს ვიდეო მასალა გარემოში შექმნის დაბინძურებულ ადგილებზე.
ასევე პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში.
ხოლო მესამე ჯგუფს
დავავალებ მოსახლეობის ან კონკრეტული ადამიანების გამოკითხვას გარემოს დაბინძურების
თაობაზე, მივუთითებ ადგილებს: პარკებს, სკვერებს, ბავშვების სათამაშო ობიექტებს, ბაზარს
და სხვა თავშეყრის ადგილებს. მესამე ჯგუფსაც ასევე დაევალება პრეზენტაციის მომზადება
PowerPoint-ში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეები შეძლებენ თვალნათლივ დაინახონ სხვა საგნების ცოდნის აუცილებლობა და მათი
კავშირი. მაგალითად ბუნება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების.
მოსწავლეებს შეუძლიათ
სხვა კლასის მოსწავლეებთან თანამშრომლობა.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ნანა როდონაია
ხელმძღვანელის ფოსტა: nanarodonaia07@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
https:nanka79.blogspot.com
No comments:
Post a Comment