Wednesday, July 18, 2018


    აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო, რადგანაც ტრენინგზე გავეცანი ბევრ საინტერესო მასალას რაც ჩემთვის ახალი იყო. ტრენინგზე შესწავლილ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ტრენინგზე იყო ბევრი ახალი მასალა, რომელიც  ტრენერმა გულდასმით ახსნა და გაგვავაკეთებინა პრაქტიკული დავალებებით. ტრენინგი ნამდვილად იყო შედეგიანი რადგანაც ტრენინგზე მოცემულ დავალებებს ჯგუფიც კარგად ასრულებდა.
ყოველი ტრენინგის მოდული დატვირთული იყო სხვადასხვა სიახლეებით. ვისწავლე ბლოგის შექმნა, მისი გამოყენება, ატვირთვა სხვადასხვა რესურსებისა და სურათების, მასწავლებლის პორტფოლიო, ასევე საინტერესო იყო სლაიდშოუს შექმნა და გამოყენება,  პრეზენტაციის გაკეთება, სემესტრული ნიშნის გამოყვანა, ცხრილები, მასწავლებლის თითშეფასების ფორმები და ისტ-ის ინსტრუმენტები, google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი.

ტრენინგი როგორც უკვე აღვნიშნე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის, რადგანაც მქონდა ზედაპირული ცოდნა ამ კონკრეტულ საკითხებზე რაც უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობასა და საჭიროებაში.  მიმაჩნია რომ, ტრენინგის შემდეგ  ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილები უფრო საინტერესო და სრულყოფილი გახდება.  
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ - გამოყენებას.
დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური გარემოს შექმნისთვის და რათქმაუნდა  საინტერესო ტრენინგისთვის.


Monday, July 9, 2018

დღეს ანუ მეოთხე ტრენინგზე ვისწავლეთ ბლოგის გახსნა რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთის რომ გამოვიყენო ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.  ბლოგზე შემიძლია ავტვირთო საინტერესო პროექტები, სურათები, ვიდეოები.....
ამ ტრენინგის საშუალებით ასევე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება ჩემი გაკვეთილი და გაიზრდება მოტივაცია როგორც ჩემი ასევე ჩემი მოსწვალეების.